ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზესტაფონში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

ავარიის დროს ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....