„ვინც ხაზს უსვამდა იმ საკითხს, რომ მე ჩემი პოლიტიკური პრესტიჟის მოპოვებას გიორგის ხარჯზე ვცდილობდი, ზუსტად ისინი ვიხილე პოლიტიკაში. ვინც კი ვნახე გიორგის საქმეზე ორი სიტყვით გამოსული, ყველა მაჟორიტარობის კანდიდატად დადგა. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ როდესაც შენ გაბრალებენ რაღაცას და თვითონ უარესს აკეთებენ, არ არის სწორი.”
მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა და „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ამის შესახებ მან „2020NEWS-ს განუცხადა.
ცნობისათვის, მირიან ნიკოლაძემ საკუთარი პარტიის საარჩევნო სიის ათეულში მოხვედრაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.