aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჩვენს წარმომადგენელს უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს”- ირაკლი სესიაშვილი

“დღეს მართლაც ძალიან მძიმე ფაქტი დაფიქსირდა, მარნეულში, ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, გამოეკიდნენ, მოახდინეს დაჯახება, სასტიკად სცემეს, საუბარია 3-4 ადამიანზე, ვინც ყოველგვარი მიზეზის გარეშე სასტიკად სცემა. ეს ინციდენტი განსაკუთრებით შემზარავი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს ადამიანი და მიატოვეს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი სესიაშვილი – პარლამენტის თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის თავმჯდომარე

ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტებთან მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მარნეულში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ დააჯახეს, რის შემდეგაც, სამმა პირმა მას სასტიკად სცემა.

ამ შემტხვევას წინ უძღოდა მარნეულში გუშინ მომხდარ დაპირისპირება “ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის, რა დროსაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ.

 

იტვირთბა....