აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს. მისი თქმით, თუკი ვინმეს ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, იგი 12 დღე უნდა იყოს სახლში, არ წავიდეს არსად და მხოლოდ 12 დღის შემდეგ ჩაიტაროს ტესტი კორონავირუსზე.
„კატეგორიულად უნდა ვიცოდეთ ყველამ: თუკი კონტაქტია, ადამიანი 12 დღეს უნდა იჯდეს სახლში. არავისთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს. ადამიანი მეორე-მესამე დღეს არ უნდა მიმართავდეს კლინიკას ტესტირებისთვის და უარყოფითი პასუხის მიღებისათვის, ვინაიდან ეს არი არის გარანტი შემდგომი 10-12 დღიანი არადაინფიცირების. ის 12 დღეს უნდა იყოს იზოლაციაში და მე-12 დღეს უნდა იტესტებოდეს“ – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისგან ახალი რეკომენდაცია მიიღო, თუ როდის ითვლება ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად და ასევე, როდის არის იგი გადამდები და საშიში სხვა ადამიანისთვის.