ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვისთვის იქნება უფასო პარკირების ახალი სისტემა – კალაძე მოსახლეობას მიმართავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ზონალურ-საათობრივი პარკირებასთან დაკავსირებიტ მოსახლეობას მიმართავს.

კალაძე ადგილობრივ მოქალაქეებს მოუწოდებს, საკუთრაი ავტომობილეი დაარეგისტრირორნ, რათა პარკირება მატთვის უფასო იყოს.

ამასთან, კალაძე განმარტავს, ვისთვის იქნება უფასო პარკირების ახალი სისტემა.

მისივე ინფორმაციით,  პეკინის გამზირზე არსებული  მუნიციპალური პავილიონები  10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული, შემდეგ კი  ვაკის რაიონში გადაინაცვლებს.

” ჩვენ პავილიონები გვაქვს განთავსებული მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი აქ 10 ოქტომბრამდე დარჩება. მომდევნო ეტაპი კი, როგორც წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვი, იქნება ვაკის რაიონი. კონკრეტულად, აბაშიძე, ფალიაშვილი და მათი მკვეთი ქუჩები.  20 ოქტომბრიდან, ვაკის რაიონში განთავსდება ეს მუნიციპალური პავილიონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სრული ინფორმაცია და დაარეგისტრირონ ავტომანქანები უფასო პარკირებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარკირება უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება საათში ერთი ლარი,”- აცხადებს კალაძე.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მიმართონ პეკინის გამზირზე განთავსებულ პავილიონებს და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, დროულად დაარეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალებები.

იტვირთბა....