ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “ეს არის უტყუარი ნიშანი, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ბოლო დღეებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს ეხმიანება.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყოველი ასეთი ფაქტი იმის ნიშანია, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა.

“ის რაც გუშინ მოხდა მარნეულში, ჟურნალისტების და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინააღმდეგ, რაც მოხდა ორი დღით ადრე ბოლნისში და გლდანში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა, არჩევნების გზით 31 ოქტომბერს!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მარნეულში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. არიან დაშავებულებიც. ჟურნალისტებზე მას შემდეგ იძალადეს, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის, მარნეულში დაპირისპირება მოხდა. ხოლო, ორი დღის წინ, გლდანში “ნაცმოძრაობის” წევრს ნიკა მელიას ადგილობრივებმა ქვების ესროლეს.

ჩვენთვის, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სალოცავი და ჩვენი ყველაზე მთავარი ფასეულობა

ის რაც გუშინ მოხდა მარნეულში, ჟურნალისტების და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინააღმდეგ, რაც მოხდა ორი დღით ადრე ბოლნისში და გლდანში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა, არჩევნების გზით 31 ოქტომბერს!ის რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის გარეჯის მიმართ ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია.ჩვენს დროს ვერავინ ვერ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ივანიშვილის დროს ქართველ მომლოცველებს, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა – და ეს მოხდა ამათ დროს!ჩვენთვის, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სალოცავი და ჩვენი ყველაზე მთავარი ფასეულობა და ჩვენ, ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ყველა სახის პროვოკაცისაგან.საქართველოში ნამდვილად არ ბნელა, საქართველოში ნამდვილად გათენდება!..

Gepostet von Mikheil Saakashvili am Mittwoch, 30. September 2020

იტვირთბა....