ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურჯაანში 51 წლის კაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შუა ხნის მამაკაცი დაჭრეს.

შემთხვევა სოფელ ჭანდარში მოხდა, დაჭრილია ადგილობრივი, 51 წლის კაცი. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს დაპირისპირება საკუთარ ნათესავთან მოუხდა.

დაშავებულს ჭრილობები ორივე ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. დაჭრილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია.

იტვირთბა....