სერგო რატიანი: “მინისტრმა გამოთქვა უარყოფითი პოზიცია „გაზპრომზე“ და უქმდება მისი სამინისტრო…”
გავრცელდა ინფორმაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს გაუქმების შესახებ. „მეტრონომი“ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარსე ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხზე არაფერი სმენია.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სერგო რატიანს.
„ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონფლიქტთან, რომელიც წარმოიშვა მინისტრსა და კალაძეს შორის. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ცალსახად დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება „გაზპრომის“ თემაზე. მისი განცხადებიდან მეორე დღეს კი, უქმდება მისი სამინისტრო“ – ამბობს რატიანი.
შეგახსენებთ, რომ მინისტრმა გელა დუმბაძემ ქალაქ კრაკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ცალსახად უარყოფითად შეაფასა.
ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ საპასუხოდ დუმბაძეს „გაკოტრებული პოლიტიკოსი“ უწოდა.