სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის საქმიანობიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლო უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატებისთვის. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკიც.
ცნობისათვის, 23 სექტემბერს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა. მან გენერალი დევი ჭანკოტაძე ჩაანაცვლა, რომლის ბანერებიც ამ ოლქში უკვე გამოკრული იყო.