საქართველოშ კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია და ის ბათუმის კლინიკაში მკყრნალობდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ განაცხადა.
როგორც ეფაძემ განაცხადა, ქალს თანმხლები დაავადებები ჰქონდა,რამაც მისი მდგომარეობა გაართულა.
„პაციენტი რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალიზებული იყო რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. კლინიკაში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა რთულად შეფასდა, რადგან სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ყველა ღონისძიება გატარდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
მისივე ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში დღეს 463 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 32 ბავშვი და 10 -ორსულია. ამასთან, კოვიდკარანტინებში არის 900-ზე მეტი ინფიცირებული, აქედან 60-მდე ბავშვია. ბინაზე კი მკურნალობს 600-ზე მეტი პაციენტი.