ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ თამარი უწყვეტად გადაადგილდებოდა” – რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, “გუგლის თაიმლაინი“ დიდი ეჭვის მქონეა. მისივე თქმით,  თამარის უწყვეტად გადაადგილება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

“გუგლის თაიმლაინის“ დათვალიერების ოქმი შედგენილია 13 აგვისტოს, ხოლო კომპიუტერის ექსპერტიზის პირველი შუალედური დასკვნის შედეგები იყო 5 აგვისტოს, მეორე 16-ში; ამავე დროს 8 აგვისტოს იყო მობილური ტელეფონის ექსპერტიზა და შემდეგ 18-ში იყო დასრულებული – ეს წარმოუდგენელი იყო. თუ გადავამოწმებთ „გუგლის თაიმლაინს“, უწყვეტად ვერ იმოძრავებდა ავტომობილი იმიტომ, რომ ფონიჭალიდან 10-წუთიანი შეწყვეტა ჰქონდა. ყველა ის ნახაზი, რომელიც გასაჯაროვდა, არის არასწორი და შეიძლება ყალბიც, ეს არის ჩემი შეფასებით.

ეს ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ იქ ავტომობილმა მხოლოდ წრე გააკეთა და პირდაპირ მივიდა იმ ადგილას, სადაც ე.წ. თვითმკვლელობა ჩაიდინა.

„გუგლის თაიმლაინი“ დიდი ეჭვის მქონეა. შევამოწმეთ ქალაქის პროკურატურის მიერ დათვალიერების ოქმი და ასევე, კრიმინალური პოლიციის მიერ დათვალიერების ოქმი. ქალაქის პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნასთან თანდართულია ყველაფერი, რაც შემოწმდა, ხოლო კრიმინალურ პოლიციის ექსპერტიზის დასკვნას თანდართული თაიმლაინი არ ახლავს.

შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ „გუგლის თაიმლაინის“ მიხედვით, ვითომ უწყვეტად რომ გადაადგილდება, სინამდვილეს არ შეესაბამება. გუგლის თაიმლაინი არ შეესაბამება რეალურ მარშრუტს”  – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

იტვირთბა....