“ყურადღება გადაიტანეს ფურცხვანიძეზე, შეუფარდეს და გააჩუმეს. ალბათ, უთხრეს, ორი თვის მერე გამოგიშვებთ, უკვე ჩაფარცხული გვექნება ყველაფერიო. იმედი აქვთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ, ჩაფარცხავენ ყველაფერს და ბედნიერად იცხოვრებენ. არ ეღირსებათ! პირადად მივმართავ მეზღაპრე შოთაძეს, ერთი გუდაღა აკლია და მალე აიკრავს ალბათ, გუდა-ნაბადსაც. არ შერჩება! რადიკალურ ფორმასაც მივმართავ- წავალ და დავუჯდები, შიმშილობასაც გამოვაცხადებ და აქციებსაც დავაანონსებ.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისათვის, თეონა თამაზაშვილმა 3 დღის წინ, მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვედრის თხოვნით მიმართა და პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.