ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იგეგმება თუ არა შეზღუდვების ამოქმედება იმერეთში – ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

ქუთაისში, იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა. მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვები არ იგეგმება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში სულ 700-მდე საწოლი და 2 ონლაინ კლინიკაა მობილიზებული. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იტვირთბა....