ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბაჩალიაშვილის საქმე – რატომ გამოკითხეს პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი  დღეს პროკურატურაში გამოკითხეს.  როგორც ლუბარეცი ამბობს, მას 23 წლის პროგრამისტის საქმესთან კავშირი არ აქვს და საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი მხოლოდ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებაა.  მისივე თქმით, პროკურატურამ მას მობილური ტელეფონი უსაფუძვლოდ ჩამოართვა და  ეს მის პირად ინფორმაციაში შეღწევის მცდელობაა.

“მითხრეს, რომ რაღაცები დამისერჩავს, რაც არ უნდა დამესერჩა (მომეძებნა). ერთ-ერთი ობიექტი არის ბაჩალიაშვილის საქმეში და მე საჯარო რეესტრის საიტზე ამ ობიექტს ვეძებდი. მითხრეს, რომ ამის გამო უნდა აიღონ ჩემი მობილური ტელეფონი და უნდა ნახონ ყველაფერი, რაც ინახება შიგნით. ყველა, ვინც რაღაც ინფორმაციას ეძებს, უნდა დაიბაროთ-მეთქი? კი, ვინც გამოჩნდება, უნდა დავიბაროთ და მათი ტელეფონები ვნახოთო. მითხრეს, ვილა ალგეთზე გქონდა დაკლიკულიო. არც ვიცოდი ამ ობიექტის შესახებ, მაუსით ვაჭერდი უბრალოდ რაღაც წერტილებს და ამის გამო ტელეფონი წამართვეს” – აღნიშნა გიორგი ლუბარეცმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ მას მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე არ შეხვდება.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....