მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა პირებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მათი საქმის განხილვაზე უარი თქვეს.
ბრალდებული 5 პირიდან 3 სრულწლოვანს არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს თავად უნდა გადაეწყვიტათ, განიხილავდნენ თუ არა მათ საქმეს ნაფიც მსაჯულები. ხოლო, არასრულწლოვნების შემთხვევაში კანონი მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვას არ ითვალისწინებს.
მცხეთის რაიონული სასამართლო საქმის არსებითად გადაცემაზე მსჯელობს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.