ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როგორც ჩანს ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს, არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა “ქართული ოცნება” ასრულებს” – ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია შსს-ს და ხელისუფლებას საჯაროდ მიმართავს რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში.

როგორც კვარაცხელია აცხადებს, ჩანაწერი, მისი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ 2020 წლის არჩევნებიდან მისი მოხსნა განიზრახა არის ტყუილი.

„ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწეჩანაწერი,რი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა , არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!” – აცხადებს კვარახცხელია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება, “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემაც გააკეთა. მისი თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი და ბორის მიქელაძე აჭარიდან.

“როგორც ჩანს ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადა”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....