ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რამდენი იქნება ინფიცირებულთა რაოდენობა ხვალ, 29 სექტემბერს?” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ჭკვიანი” ვირუსის გამოცანა – ამ სათაურით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

აღნიშნული პოსტით ჭიაბერაშვილი, კორონავირუსის სტატისტკას ეხმაურება.

“ჭკვიანი” ვირუსის გამოცანა

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის გამოცხადების ბოლო 10 დღის ლოგიკას რომ ჩაუღმავდეთ, ასეთ კანონზომიერებას დადგენთ:

1. სამშაბათი – გადავედით ახალ ასეულში
2. ოთხშაბათი-ხუთშაბათი-პარასკევი – ავდივართ ამ ასეულის მაღალ ათეულებში
3. შაბათი-კვირა-ორშაბათი – “ჭკვიანი” ვირუსი ამ ასეულის ბოლო ათეულშია და არაფრით არ უნდა (!) ახალ ასეულში გადასვლა
3. სამშაბათი …

ახლა მიპასუხეთ:

რამდენი იქნება ინფიცირებულთა რაოდენობა ხვალ, 29 სექტემბერს?”, – წერს ჭიაბერაშვილი.

იტვირთბა....