კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 16 გურიაში გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია ავრცელებს. მისივე თქმით, შემთხვევები „აჭარა ტექსტილსა“ და დაბა ლაითურს უკავშირდება.
როგორც ნასარაიამ აღნიშნა, მიმდინერეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.
„16 დადასტურებული შემთხვევიდან 13 „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება და ამ ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი უკვე შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მათ, ვისაც არ აქვს დადასტურებული “კოვიდ 19”, მაგრამ დასაქმებულია „აჭარა ტექსტილში“, გადაყვანილი არიან აჭარის საკარანტინო სივრცეში და მათზე დაკვირვება გრძელდება“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ..