ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის გარდა, უნივერსიტეტებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება

19 ოქტომბრიდან აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიგინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 19 ოქტომბერს სწავლას აუდიტორიებში განაახლებენ პროფესიული სასწავლებლებიც.

„19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველგან სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. შესაბამისად, უნივერსტიტეტები და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას.

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენ, ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაახლონ მეცადინეობები”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ამასთან, ცნობილია, რომ აჭარის რეგიონის გარდა საბავშო ბაღები მუშაობას 12 ოქტომბერს განაახლებენ.

იტვირთბა....