ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი საქარაშვილის საქმეზე 5 ბრალდებულის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი,  ხუთიდან სამი სრულწლოვანი ბრალდებულის საქმეს ნაფიც მსაჯულები განიხილავენ თუ არა. ხოლო, არასრულწლოვნების შემთხვევაში კანონი მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვას არ ითვალისწინებს.

დღესვე ადვოკატები მოსამართლესტან მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ.

როგორც ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად გადაწყვეტს, განიხილონ თუ არა საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა.

თუმცა თავად ადვოკატი მას ამას არ ურჩევს და შესთავაზებს საქმის სასამართლოში არსებითი განხილვისთვის გადაცემას.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.

იტვირთბა....