ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.

წერეთლის გამზირის N60-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის მესამე კორპუსთან 1600 კვ.მ ფართობზე მოსასვენებელი სივრცეების მშენებლობა მიმდინარეობს.

სკვერებში უკვე მოეწყო დეკორატიული ფილები, განათების სისტემა, საჩრდილობელი, საბავშვო ატრაქციონები. მიმდინარეობს ხე-მცენარეების დარგვის პროცესი სკვერებში განთავსდება საპარკე ფურნიტურა.

პროექტებს  დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან თარაშ შურღაიასთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული სივრცეების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 237 409 ლარია გამოყოფილი.

 

 

იტვირთბა....