ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

თბილისის საფორტეპიანო ფესტივალზე დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართა

თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის ფარგლებში, არტოს ბაღში დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართა. ქართველი პიანისტი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა, რომელსაც ცნობილი დირიჟორი მორიც გნანი ხელმძღვანელობდა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

თბილისის მეორე საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალზე დაგეგმილი კონცერტები, მასტერ-კლასები, ვირტუალური ვორქშოპები და ლექციები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში იმართება. მუსიკალურ შეხვედრებში მონაწილეობენ ლეგენდარული პიანისტი ციპრიენ კაცარისი, ცნობილი მუსიკოსები ჯერომ როუზი და ჯეფრი სუონი, მასიმილიანო ფერატი და გაბრიელე ლეპორატი, ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები – ნიკოლას ნამორაძე და მარიამ ბაწაშვილი.

ფესტივალი 29 სექტემბერს სიმფონიური მუსიკის კონცერტით დასრულდება. არტოს ბაღში, მსმენელის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და ცნობილი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი წარდგებიან.

იტვირთბა....