ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, ბეთანიაში, კიდევ რამდენიმე ქუჩაზე გზის მოწყობა დასრულდა. რეაბილიტირდა თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩები, რომლებზეც ტრანსპორტის გადაადგილება პრობლემური იყო.
თამარ მეფის ქუჩაზე გზის განახლება მოხდა, სალბიერის ქუჩაზე და ჩიხში კი, სადაც გრუნტის გზა იყო, მოეწყო საფუძველი და პირველად დაიგო ასფალტი.
საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტებით, 12 740 კვ. მ ფართობის გზა მოეწყო, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 693 754 ლარი გამოიყო.
ბეთანიაში გზების მოწესრიგების პროცესი გასულ წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, ოთხი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. ქუჩებზე, სადაც გრუნტის გზა იყო, პირველად დაიგო ასფალტის საფარი. მოწესრიგდა ლადო ასათიანის ქუჩა და პირველი ჩიხი, მურმან ლებანიძის ქუჩა და პირველი ჩიხი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა. საერთო ჯამში, 9 929 კვ. მ ფართობის გზა მოეწყო. აღნიშნული ოთხი ქუჩის რეაბილიტაციის პროექტების ღირებულებამ 658 610ლარი შეადგინა.