ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დეზინფორმაციას საქართველოზე – „ფეისბუქმა“ კრემლს 300-მდე გვერდი დაუბლოკა

“ფეისბუქმა” კრემლს 300-მდე გვერდი დაუბლოკა. როგორც ირკვევა, რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული ანგარიშები რეგიონის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩარევას და დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობდნენ.

სქემა ასეთი იყო, – ინტერნეტის შავ ბაზარზე ყიდულობდნენ წლების წინ შექმნილ “ფეისბუქგვერდებს” და ამ გვერდებით ამუშავებდნენ პროპაგანდისტულ მანქანას. ანტიდასავლური გზავნილები, პოლიტიკოსების დისკრედიტაცია და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე დეზინფორმაციის გავრცელება, ეს იყო მათი საქმიანობის მთავარი არსი. მიიჩნევენ ექსპერტები.

“ფეისბუქის” ოფიციალური განცხადებით ირკვევა, რომ ყალბი ანგარიშები დეზინფორმაციას საქართველოზე, თურქეთზე, სომხეთზე, უკრაინასა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე ავრცელებდნენ.

იტვირთბა....