aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“გამოყენებული იყო ხელკეტები და ორი ჩვენი დაზიანებული აქტივისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი” – მეშველიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის თქმით, ბოლნისში დაპირისპირება დღეს “ქართული ოცნების” ოფისის ტერიტორიაზე მოხდა. მეშველიანისთვის თავდასხმის დეტალები ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან “ოცნების” აქტივისტების მისამართით მუქარა არაერთხელ გაჟღერებულა. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ს განუცხადა.

“დღეს საღამოს ჩვენი აქტივისტების ჯგუფს, რომლებიც სოფელ ნახიდურში დაკავებულები იყვნენ სააგიტაციო პლაკატების გაკვრით და ვერბალური აგიტაციით, თავს დაესხა ადგილობრივი “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელი არიფი უსუპოვი, თავის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. გამოყენებული იყო ხელკეტები და ორი ჩვენი დაზიანებული აქტივისტი გადაყვანილია საავადმყოფოში” – აღნიშნა მეშველიანმა.

 

იტვირთბა....