ბოლნისში, სოფელ ნახიდურში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ. სამოქალაქო აქტივისტი, ნაშირ ორდუხანის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ჩაიხანაში შეიჭრა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ მან “ფორმულას” განუცხადა. მისი ცნობით, თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმაა.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი საუბრობს, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.