ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სასულიერო პირები ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ აზრს პოლიტიკური ჯგუფების შესახებ, მთავარია არ იყოს რადიკალური მოწოდებები” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტის კითხვის, მართებულია თუ არა საარჩევნო შეხვედრებზე მეუფეთა დასწრება, საპასუხოდ განაცხადა, რომ ცალკეული სასულიერო პირები ქადაგებენ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ აზრს პოლიტიკური ჯგუფების შესახებ.

მისივე თქმით,  სასულიერო პირებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ, მთავარია არ იყოს რადიკალური მოწოდებები.

„ყოფილა ერთმანეთის საპირისპირო, აქ რომ რაღაც ერთი მიმართულება ყოფილიყო აზრისა და ერთი დირექტივა, მაშინ საპირისპირო შეხედულებების ქადაგება არ იქნებოდა. აქვთ ამის თავისუფლება მღვდელმთავრებს, რომ თავისი აზრი გამოთქვან, მათ შინაგანი მოტივი ქვეყნის კეთილდღეობაა და ზოგი ასე ხედავს ლოგიკურ ჯაჭვს, როგორ უნდა იყოს მრევლი და ზოგადად საზოგადოება ამ ქვეყანაში ბედნიერი, სხვას სხვანაირი შეხედულება აქვს ამის შესახებ. მთავარი არის, რომ ზღვარს იქით არ გადავიდეს ეს და არ იყოს რადიკალური მოწოდებები, აზრის გამოთქმა და დასწრებას, ალბათ, ვერავინ აუკრძალავს,“- აცხადებს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წინა საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

იტვირთბა....