თბილისის მერი, კახი კალაძე სოციალურ ქსელში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
როგორც კალაძე “ფეისბუგის” გვერდზე საკუთარ პოსტში აღნიშნავს, 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში.
„დღეს, 27 სექტემბერს 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, რომლის უკან დგას ათი ათასობით დაღუპული ადამიანი, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას. მათი ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, მშვიდობიანი ნაბიჯებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა და გავაერთიანოთ საქართველო“, -წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახი კალაძემ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გაღარიასთან ერთად დღეს გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.