ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 17 ინფიცირებული კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება” – ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 17 ინფიცირებული კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მისივე განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 66% აჭარის რეგიონს უკავშირდება.

“დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულია კოვიდინფიცირების 5254 შემთხვევა. გამოვლინდა 294 ახალი შემთხვევა. შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, მატება აღარ გვქონია. საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ 1906. შესაბამისად, 3348 პაციენტი გადის ამჟამად მკურნალობას კოვიდ ცენტრებში, ასევე სასტუმროებსა და მცირე რაოდენობით გახლავთ ბინაზე დატოვებული პაციენტები. 3348 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე. განაწილების მხრივ 66% აჭარაშია“, – განაცხადა მარინა ენdელაძემ.

შეგახსებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 5254-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1906-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....