ახალი ამბები პოლიტიკა

ირაკლი ღლონტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევს

ურთმელიძემ დღეს ოფიციალურად გააფორმა რუსული სპეცსამსახურების, ივანიშვილის, თოფაძის, მეჭიაურის და სხვა ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი მოსაზრების მქონე პირთა უკანონო ინიციატივა” – ასე აფასებს “რეფორმატორების” თავჯდომარე ირაკლი ღლონტი რუსთავი 2 -ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას.

“ჩვენი შეფასებით მოსამართლედ წოდებულმა ურთმელიძემ დღეს ოფიციალურად გააფორმა რუსული სპეც-სამსახურების, ივანიშვილის, თოფაძის, მეჭიაურის და სხვა ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი მოსაზრების მქონე პირთა უკანონო ინიციატივა.

პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, რომელსაც პარტია “რეფორმატორები” დასრულებამდე გაუწევს მორატორიუმს. წარმოდგენილი ვიქნებით ამ უკანონო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ გამართულ ყველა სასამართლო პროცესზე.

მოსამართლე ურთმელიძემ კიდევ უფრო დაგვარწმუნა სასამართლო სისტემის კორუფციულობაში, რომელიც საჭიროებს დროულ რეფორმებს.

წარმატებებს და გამძლეობას ვუსურვებ “რუსთავი 2″–ის გუნდს და გულშემატკივრებს.”-განაცხადა ღლონტმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის აგვისტოში შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....