ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ციხის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – მას კონტაქტი პატიმრების ოჯახის წევრებთანაც ჰქონდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ , N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც განხადებაშია აღნიშნული, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა პატიმრებთან და მათი ოჯახის წევრებთან.

განცხადების თანამხმად, ვირუსზე ტესტი ყველა იმ პირს ჩაუტარდა, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

“მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს.

ამასთან, იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები, უკვე ჩატარდა დეზინფექცია (გეგმური დეზინფექცია დაწესებულებებში სისტემატურად ტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო დამატებითი ღონისძიება),”-აღნიშნულია განცხადებაში.

სამსახურის ცნობით, პირი, ვისაც ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება.

იტვირთბა....