“სამწუხაროდ, ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია. კეთდება განცხადებები, რომ „საქართველო საუბედუროდ დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს სომხურ სცენარს“?!და სხვა. გაზეთ “რეზონანსის” განცხადებით კი,„საქართველოში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა“.იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა გარკვეულიკატეგორია, პასუხს თხოვს ქვეყნის ხელისუფლებას ისე, რომ არ უნდათ თვალი გაუსწორონ სინამდვილეს, თუ რა მდგომარეობაა რეალურად საქართველოში და რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში.”
თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ იმ განცხადებაში აღნიშნა, რომელსაც თბილისის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.