ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსით 5 800 ადამიანი გარდაიცვალა

დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსით 5 800 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 985 ათასს გადააჭარბა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 985 823 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 32 429 965 ადამიანი დაინფიცირდა.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 316 884 შემთხვევა გამოვლინდა, 5 786 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

იტვირთბა....