ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვკითხე, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სააკაშვილთან და მან უწმაწური სიტყვებით მიპასუხა” – მოქალაქე ნათელაშვილს უპირისპირდება

მოქალაქე გოგა ქუჩლორია “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სახალხო დამცველს წერილით მიმართავს. 

როგორც მოქალაქე ქუჩლორია აცხადებს, საქმე ეხება პირად მიმოწერებს, სადაც ნათელაშვილი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

“ფაქტი ეხება “TV პირველზე” ინგა გრიგოლიასა და შალვა ნათელაშვილის ყოვლად დაუშვებელ მიმართვას, ჩანაწერი დაახლოებით 2017 წელს არის გაკეთებული. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბატონი შალვა გამოირჩევა მსგავსი გამონათქვამებით. მას დავუსვით კრიტიკული და მისთვის მიუღებელი შეკითხვა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სააკაშვილთან და მან უწმაწური სიტყვებით მიპასუხა. ეს არის არის მიუღებელი იმ ადამიანისგან განსაკუთრებით, ვისაც პრეტენზია აქვს იყოს პარლამენტის წევრი,”- აღნიშნა გოგა ქუჩულორიამ.

აღნიშნულ ბრალდებას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც განმარტავს, რომ  ეს მის მიმართ მორიგი პროვოკაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

“სახალხო დამცველთან გაჟღერებულ საჩივრებს რაც შეეხება, ეს უკვე ტრადიციად იქცა. ჯერ ფერმერთა ნაწილს აჩივლებინეს, რომ თურმე მე ფერმერების წინააღმდეგი ვარ, შმდეგ სამ “ქოც” ქალბატონს აჩივლებინეს, რომ თურმე მე ქალთა და კაცთა თანასწორობას არ ვაღიარებ და ახლა კი ვიღაც ახალ პროვოკატორს აჩივლებინეს ჩემს წინააღმდეგ, თურმე რასისტულ თეორიას ვქადაგებ, ეს 21-ე საუკუნის საანეგდოტო ვითარებაა,” – განაცხადა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....