მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფის გამოყოფას ითხოვს, ვინაიდან, როგორც აცხადებენ, სოფელში მგლების პირუტყვზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის.
ადგილობრივების თქმით, მათ მერიას მგლების ლიკვიდაციის თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ შესრულებულა.