„ძალიან გთხოვთ, ამ „მწვანე“ და „წითელი“ ზონებით ნუ მანიპულირებთ, ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის, ინარჩუნებს თუ არა საქართველო “მწვანე ზონის” სტატუს, საპასუხოდა განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ მედიასთან განმარტა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონზე კორონავირუსით ინფიცირებულების 65-70% მოდის. მისივე განცხადებით, აჭარის რეგიონში ფიქსირდება შემთხვევბი, როდესაც ინფიცირებულის წყარო უცნობია.
„ამჟამად ყველაზე დიდი გავრცლების მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონზე ახალი შემთხვევების დაახლოებით 65-70% მოდის. აჭარაში გვაქვს ძირითადად გავრცელება. გვაქვს შემთხვევები, სადაც პირველად წყაროზე ვერ გავდივართ.
ძალიან გთხოვთ, ამ „მწვანე“ და „წითელი“ ზონებით ნუ მანიპულირებთ, ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს აბსოლუტური რიცხვი ინფიცირებულების, ერთ-ერთი დაბალი აქვს ევროპაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.