“ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამ არჩევნებში შევდივართ იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოახდინოს დემოკრატიული მთავრობის ფორმირება, რომელიც ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილის რვაწლიან რეჟიმს, რომელმაც სიღატაკის გარდა არფერი მოუტანა ჩვენს ქვეყანას”.
თინა ბოკუჩავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ მან “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის და “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის დაპირსპირების შესახებ საუბრისას განაცხადა. ბოკუჩავას განმარტებით, “გირჩის” და “ენმ” შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ასევე, მან აღნიშნულ დაპირისპირებას მწვავე დისკუსია უწოდა.
ამასთან, როგორც ბოკუჩავამ განმარტა, “ნაციონალური მოძრაობა” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ დააყენებს.
ცნობისთვის, გუშინ “გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მხარდაჭერა არ სჭირდება, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დიდუბე- ჩუღურეთის რაიონში თავის კანდიდატს დააყენებდა, რასაც პარტიის წევრები არ ადასტურებენ.