ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 4960-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში გამოჯამრთელებულთა რიცხვმა 1819-ს მიაღწია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 781 -ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

იტვირთბა....