უკრაინაში, სამხედრო თვითფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის სამხედრო კადეტებიც არიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აღნიშნული მედია საშუალების ინფორმაციით, სამხედრო თვითფრინავმა “Antonov”-26-მა კატასტროფა უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქ ხარკოვთან დაშვებისას განიცადა.
ასევე, BBC-ის ინფორმაციით, კადეტები ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტიდან იყვნენ, თვითმფრინავი კი სასწავლო ფრენას ასრულებდა.
უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათი მდგომარეობა მძიმეა. თვითმფრინავში სულ 27 ადამიანი იმყოფებოდა.