“როგორც ჩანს გომელაური არ ფლობს ინფორმაციას ან ახალ ამბებს უმალავენ იმის თაობაზე რა დევნაა ოპოზიციის, რა ზეწოლა, რა გადაფხეკაა, რა ჩამოხევაა პლაკატების და სააგიტაციო მასალების, რა კონტროლია ბიზნესზე, რომ ერთი ცენტიც არ წავიდეს ოპოზიციისკენ. თუ შს მინისტრი არ ფლობს ინფორმაციას, ეს კიდევ ერთი უბედურებაა ჩვენთვის”.
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
ამის შესახებ ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, შსს-ს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადების, ქვეყანაში კრიმინალის დონის შემცირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ფიქრობს, რომ მინისტრს ინფორმაციას უმალავენ.