გერმანელი სპორტსმენი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბორის ბეკერი საკუთარი ქონების დამალვაშია ეჭვმიტანილი და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას “SKY SPORT” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2017 წელს ბეკერი ვალების გამო გაკოტრდა, თუმცა მის მფლობელობაში კვლავ იყო $1,5-მილიონად შეფასებული სახლი და აქციები. მიუხედავად ამისა, სპორტსმენმა გამოძიებას ქონება დაუმალა და ახლა მისი პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლოს წინაშეა დაყენებული.
ინფორმაციისთვის, ბორის ბეკერი ყოფილი პირველი ჩოგანი და ექვსგზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებულია. მან სამჯერ – 1985, 1986 და 1989 წლებში უიმბლდონი მოიგო, 1989 წელს ამერიკის ღია პირველობა, ხოლო 1991 და 1996 წლებში ავსტრალიის ღია პირველობა. კარიერის განმავლობაში ბეკერმა 49 ტიტული მოიპოვა.