ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია” – რევაზ ძოძუაშვილი

“გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია”, – ამის შესახებ განცხადება ვეტერანმა “დინამოელმა” და ამჟამად ფეხბურთის მწვრთნელმა, რევაზ ძოძუაშვილმა გადაცემა “დღის კურიერში” “დინამო თბილისის” გუშინდელ თამაშთან დაკავშირებით გააკეთა.

“ჩვენ ჯერ ვერ გაგვიგია რა ფეხბურთი გვინდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი ქალაქისთვის, კლუბისთვის თუ მსოფლიო დონის ფეხბურთისთვის. გუშინ “დინამომ” მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა. როდესაც ასეთ დონეზე ითამაშებ, ანუ, მოწინააღმდეგის გუნდიდან მწყემსი სამ ბურთს გაიტანს, რა უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა კი, ინდაურია. არ არის გამორიცხული რომ ამაზე მეტი დაგვემართოს, თუ ფეხბურთის იმ სიბრძნის კანონებს არ გავაყვებით, რომელის იყო საქართველოში,” –  განაცხადა რევაზ ძოძუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “დინამო თბილისის” ფეხბურთელებმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ფარერების კუნძულის კლუბ “კლაკსვიკთან” 6-1-ით წააგო.  რასაც გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა.

იტვირთბა....