მარტვილის საკათედრო ტაძარში “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. ტაძარში მედიის გამოჩენისას მეუფემ ქადაქება შეწყვიტა და ჟურნალისტს ტაძრის დატოვებისკენ მოუწოდა.
როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი ამბობს, წირვას ესწრებოდნენ სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსული სასულიერო პირები და მიწვეულები იყვნენ “პატრიოტთა ალიანისა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები.
ტაძრის ეზოში ადგილი ჰქონდა პროვოკაციასაც, მეუფემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ნიშნავს, რომდესაც სასულიერო პირები ღიად არიან ჩართულნი წინასაარჩევნო პროცესში პასუხი არ გასცა და თქვა, რომ ამ ვიდეოს გადაიღებდა და სოციალურ ქსელში ატვირთავდა.