საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი იქნება.
ის სამეურვეო საბჭომ ღია კენჭისყრით აირჩია, რომლის დროსაც, მის კანდიდატურას საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ერთი ხმა ხათუნა ლაგაზიძემ მიიღო, ირმა სოხაძემ კი არც ერთი.
აღსანიშნავია, რომ თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს, არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.