“მაშინ, როდესაც ძალიან კარგად გვახსოვს, რა მოხდა სარალიძის უბედურებასთან დაკავშირებით გამოძიების დროს, მაშინ, როდესაც დღემდე არ არის გამოძიებული მაჩალიკაშვილის უბედურება, მაშინ, როდესაც შაქარაშვილის ტრაგედია მოხდა, როცა ბაჩალიაშვილის ტრაგედია მოხდა და რომ არა მედია, ალბათ, საზოგადოებას არც კი გვეცოდინებოდა ამ უბედურებების შესახებ და ვხედავთ, რომ ბოლომდე არც ერთი საქმე არ არის მიყვანილი და დამნაშავე არ არის დასჯილი, თქვენ გვეუბნებით, რომ კრიმინალმა არ მოიმატა?
ნინო ბურჯანაძე – „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი
აღნიშნულით ნინო ბურჯანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიმინალური შეტხვევების რაოდენობამ იკლო.
მისივე თქმით, ის, რაც საქართველოში დღეს ხდება, არის იმის შედეგი, რომ პარიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და არ არის საქართველოში ის მდგომარეობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა,