ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

86 დღიანი პატიმრობის შემდეგ ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დარღვევის ბრალდებით ცხინვალის ციხეში მიმდინარე წლის 3 ივლისიდან იმყოფებოდა.

მღებრიშვილმა ე. წ. სასაზღვრო ზოლი რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთა. ის ამ დროისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. როგორც მედიისთვის ხდება ცნობილი ხვიჩა მღებრიშვილი ოჯახში სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს.

იტვირთბა....