რიო დე-ჟანეიროს 2021 წლის კარნავალი უვადოდ გადაიდო, ამის მიზეზი სხვა მრავალი ღონისძიების მსგავსად, კორონავირუსის პანდემია გახდა.
BBC -ის ცნობით, სამბას სკოლის ხელმძღვანელები მანამდეც აცხადებდნენ, რომ ვაქცინის გარეშე აღლუმის ჩატარება გართულდებოდა.
„ჩვენ ვფიქრობთ ალტერნატიულ გამოსვლაზე, თუმცა სათანადოდ დარწმუნებულნი არაფერში ვართ, რაღა თარიღი დავასახელოთ“, – განაცხადა სამბას ლიგის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება, საიდანაც 139 883, 4 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, რიოს პირველი კარნავალი 1723 წელს ჩატარდა და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფესტივალია. მისი მიმდინარეობის დროს, ქუჩებში 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოდის.