გლდანის მერვე დაწესებულებაში, სამი პატიმრების მიმართ, სავარაუდოდ, მუქარა და არასათანადო მოპყრობის ფაქტს სახალხო დამცველი ნინო ლომჟარია ეხმაურება.
ლომჟარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დასაწყებად მიმართა.
“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში გვიან ღამემდე ჩემი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩვენ სამ პატიმარს შევხვდით და დეტალურად გამოვკითხეთ ისინი. პატიმრები საუბრობენ, სავარაუდო, მუქარაზე და ასევე ,სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ. საუბარია არა ციხის დირექტორის, არამედ, სავარაუდოდ, მოადგილის გვარზე და სხვა პირებზე.
ჩვენ უკვე მივმართეთ გუშინვე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს რომ დაიწყონ გამოძიება. გარკვეული ინფორმაციის დოკუმენტირება და ფოტო გადაღებაც მოვახდინეთ, რომელსაც გამოძიების პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მივაწვდით, მივადევნებთ თვალს ამ პატიმრების უსაფრთხოები დაცვას,”- განაცხადა სახალხო დამცველმა.
შეგახსენებთ, გლდანის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების პატიმრები ციხის უფროსს გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს. ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ციხის უფროსი ნოდარ ქინქლაძე ერთერთ მსჯავრდებულს გაუპატიურებით დაემუქრა, რასაც კამათი მოჰყვა, ხოლო სიტუაციის განსამუხტად მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვენები გადაისერა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პენიტენციალური დაწესებულების ადმინსტრაციამ განცხადება გაავრცელა. აღნიშნული დაწესებულის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი პატიმრებს სექსუალური ძალადობით დაემუქრა იძალადა, ცილისმწამებლურია და სიმართლეს არ შეესაბამება.