თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, თუმცა არასტანდარტულად – კორონავირუსის პანდემიის გამო, წიგნების გამოფენა-გაყიდვა ონლაინ გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
„თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად 25 სექტემბერს 12:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12-დან 19 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.
მასში 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.
წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდება ჩვენს ვებგვერდზე www.gpba.ge“. – აცხადებენ ორგანიზატორები.