ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„როგორ წარმოუდგენიათ, გინეკოლოგმა ეპიდემიოლოგად იმუშაოს?“ – საპროტესტო აქცია ქუთაისში

ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლები სამედიცინო დაწესებულების კოვიდკლინიკად გადაკეთებას აპროტესტებენ.

როგორც მათ საპროტესტო აქციაზე აღნიშნეს, 23 სექტემბერს,ისინი სამსახურის გარეშე რჩებიან და მათი პაციენტები სხვა კლინიკაში გადავლენ.

„ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და არ აინტერესებს თანამშრომლების პროტესტი. გვითხრეს, რომ ვისაც უნდა დარჩება და იმუშავებს, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, გინეკოლოგმა ეპიდემიოლოგად იმუშაოს? 55-მა თანამშრომელმა ხელმოწერა შევადგინეთ ადმინისტრაციის სახელზე და მოვითხოვთ, გამოგვიყონ ფართი, სადაც შევძლებთ, ჩვენი პაციენტები მივიღოთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვაპირებთ, აქციები გავაგრძელოთ. აქ არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა, რომ კოვიდცენტრად იმუშაოს“, – განაცხადა კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

სამშობიაროს ხელმძღვანელის, მედეა შავიშვილის თქმით, კლინილა კოვიდცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება. მისივე განმარტებით, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა.

იტვირთბა....